ლევერკუზენი ბაიერნთან დანტეს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თავდაპირველად მიუნჰენელებმა ბრაზილიელის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო მოითხოვეს. თუმცა, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ბაიერნის ხელმძღვანელები თანხის შემცირებას დათანხმდნენ.
დანტე მიუნჰენში წელიწადში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს იღებს. ლევერკუზენში კი ანაზღაურების მაქსიმალური ზღვარი 4 მილიონია.
31 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება ბაიერნთან 2017 წელს ეწურება.
წყარო: transfermarkt.de