ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი სათამაშო დღის ყველაზე დაძაბულ მატჩს ლევერკუზენში ელოდებიან, სადაც ადგილობრივი ბაიერნი ლაციოს შეხვდება.
პირველ მატჩში გერმანული კლუბი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ახლა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მეტოქე ორბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს.
„ლაციო ძლიერი გუნდია. მათ კარგად შეუძლიათ კონტრშეტევებზე თამაში. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თუ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინეთ, ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწევთ,“ – განაცხადა გერმანელთა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა.
ლაციოს გერმანიაში ტრავმირებულები ფედერიკო მარკეტი, ლუკას ბილია, ფილიპ ჯორჯევიჩი და მიროსლავ კლოზე ვერ დაეხმარებიან. რომაელთა მწვრთნელის აზრით, მისმა გუნდმა ფრთხილად უნდა ითამაშოს.
„ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მოპოვებული უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე არ გავფლანგოთ. მოთამაშეებს უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის,“ – განაცხადა სტეფანო პიოლიმ.
დღე ჩემპიონთა ლიგაზა 5 მატჩი გაიმართება:
ბრიუგე – მანჩესტერი (1:3)
ლევერკუზენი – ლაციო (0:1)
ცსკა მოსკოვი – სპორტინგი (1:2)
პარტიზანი – ბატე (0:1)
აპოელი – ასტანა (0:1)
წყარო: UEFA.com