17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ლოპესს დაუპირისპირდება

ამერიკის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში გასული ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფელისიანო ლოპესი იქნება.

საქართველოს პირველი ჩოგანი ლოპესს მიმდინარე წლის უიმბლდონის გათამაშების მეორე წრეში შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 3:2 დაამარცხა. ბასილაშვილი მოგების შემთხვევაში 45 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ამ ეტაპისთვის მსოფლიოს რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 97-ე ადგილზეა, ხოლო ესპანელი მე-18-ე პოზიციას იკავებს. ლოპესის და ბასილაშვილის წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე მარკო ჩეჩი-ნატოსა და მარდი ფიშს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 31 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება. 

დღის ამბები