საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები ბაკურიანში შეიკრიბა და მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება დაიწყო.
ნაკრების ლიდერი კვლავ ნანა ძაგნიძეა, რომელიც ნაკრებს პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ძაგნიძემ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობაც ვერ მოახერხა, ის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგში მაინც მეოთხე ადგილზეა.
ნანა ძაგნიძესთან ერთად ნაკრების შემადგენლობაში ბელა ხოტენაშვილი , ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახისვილი, სალომე მელია და მერი არაბიძე შედიან.
გუნდის მზადებით კმაყოფილია ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ელიზბარ უბილავა ამბობს, რომ ნაკრების მომავალი შეკრებებაც ისე დაიგეგმა, რომ მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატს ფორმის პიკში შეხვდნენ.
ევროპის გუნდურ ჩემპიონატს 12-22 ნოემბერს ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი უმასპინძლებს და ტიტულის მოპოვებას ევროპის 49 ქვეყნის ნაკრები შეეცდება.