BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტმა, რიჩარდ კონვეიმ, Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჟოზე მოურინიომ უარი განაცხადა გვარდიოლასთვის ახალი თანამდებობა მიელოცა და მისთვის წარმატებები ესურვებინა.
"მოურინიოს ვთხოვე, რომ გვარდიოლასთვის წარმატებები ესურვებინა, მაგრამ პორტუგალიელმა უარი განაცხადა," - წერს კონვეი.
გუშინ, მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს პეპ გვარდიოლა გაწვრთნის. ესპანელი კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.