გოლდენ სტეიტის კალათბურთელმა, სტეფან კარიმ, NBA-ს ახალი რეკორდი დაამყარა.
კარიმ იანვარში გამართულ მატჩებში 81-ჯერ ჩააგდო 3 ქულიანი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის MVP-ის შედეგი იმაზე მეტია, ვიდრე იანვარში მინესოტას და მილოუკის მთლიანმა გუნდმა შეასრულა.
მინესოტამ 69 შორეული ტყორცნის რეალიზება მოახერხა, ხოლო მილოუკიმ - 58.
წყარო: Eurosport