პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა. გუშინ, მოქმედმა ჩემპიონმა ლორიანს 3:1 მოუგო და ლიგა 1-ში ზედიზედ 33 შეხვედრაა არ დამარცხებულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
წინა რეკორდი ნანტს ეკუთვნის, რომელიც 1994-95 წლის სეზონში 32 მატჩის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი.
პსჟ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ მონაკოს 24 ქულით უსწრებს.