ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, ხელფასი გაუორმაგა.
ზიდანს სამეფო კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს და ხელშეკრულების ხანგრძლივობა ამ ეტაპზე იგივე რჩება. მხარეები ანაზღაურების გაორმაგებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
ზიდანმა ბლანკოსი იანვრის დასაწყისში ჩაიბარა. ამ დროისთვის მადრიდის რეალი ლა ლიგაში 47 ქულით მესამე ადგილს იკავებს