საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2016 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართვას.
"რაგბი ევროპის" პირველი ტურის შეხვედრაში ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული ვიტო კოლელიშვილი ვერ დაეხმარება. მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე კი მილტონ ჰეიგმა ტულონის ხელმძღვანელებთან შეთანხმების შედეგად არ გამოიძახა.
შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: არქივი