16 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ჯეიმი ვარდიმ ლესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისური ლესტერის თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა.

"მე ლესტერში ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ჩვენ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ვიკავებთ. კიდევ დიდი ხანი მინდა კლუბის ნაწილი ვიყო. ლესტერში მოსვლის დღიდან ჩემი სჯეროდათ და მე მინდა ამისთვის მათ მადლობა გადავუხადო," -განაცხადა ვარდიმ.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელი 18 გატანილი გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ლესტერი კი 53 ქულით ინგლისის ჩემპიონატს ლიდერობს.

 

წყარო: lcfc.com

დღის ამბები