ლუის ენრიკემ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რანგში ლევანტეს წინააღმდეგ მე-100 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.
100 მატჩის შემდეგ ესპანურმა მედიამ ენრიკე გვარდიოლას შეადარა და ბარსელონას ამჟამინდელ მწვრთნელს წინამორბედზე უკეთესი შედეგი აქვს. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით კატალონიურ კლუბს 100 შეხვედრში 80 გამარჯვება, 11 ფრე და 9 წაგება აქვს. გვარდიოლას კი 71 მოგება, 10 მარცხი და 19 ფრე ჰქონდა.
მიმდინარე სეზონში ბარსელონა ლა ლიგას 54 ქულით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანას 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.