ფრანგული პსჟ ზაფხულში ბარსელონას ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის, შეძენას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელების სპორტულმა დირექტორმა, ჟან კლოდ ბლანმა, ფეხბურთელის აგენტთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.
პსჟ მზადაა ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა კონტრაქტის პირობების თანახმად, ესპანელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.
ბუსკეტსი ბარსელონას ღირსებას 2008 წლიდან იცავს.
წყარო: sport-express.ru