ესპანეთის ჩემპიონატის გამოტოვებულ შეხვედრაში ხიხონის სპორტინგმა ბარსელონას უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ლიონელ მესიმ დუბლის გაფორმება შეძლო. არგენტინელს ლა ლიგაში 301 გოლი დაუგროვდა, ამისთვის მესის 334 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
პრიმერა დივიზიონს ბარსელონა 60 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს ატლეტიკო (54) იკავებს, მადრიდის რეალი (53) კი მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ვიდეო: Goalsarena.org