დღეს, საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტომ ვენის ლაბორატორიიდან კიდევ ოთხი მოჭიდავის ტესტის პასუხი მიიღო. პასუხების თანახმად, არც ერთი სპორტსმენის სისხლში აკრძალული პრეპარატი არ შეინიშნება.
ანტისადოპინგო სააგენტომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ავსტრიაში 32 სპორტსმენის სინჯები გააგზავნა და ექვს მათგანზე დადებითი პასუხი მიიღო. უახლოეს მომავალში გაირკვევა გამოიყენებს თუ არა დოპინგის მიღებაში შემჩნეული ექვსი მოჭიდავე B-ე სინჯის ჩატარების უფლებას.
ანტისადოპინგო სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მთავარია გაირკვეს საიდან მოხვდა ერთი სახის აკრძალული პრეპარატი იმ მოჭიდავეების სისხლში, რომლებიც შეკრებას სხვადასხვა ადგილზე გადიოდნენ.