16 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.

ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 ვრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

ილიას ზუროსი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით საბერძნეთმა 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც საქართველოს ნაკრებსაც შეხვდა და მეტოქე 73:60 დაამარცხა.

ზუროსი სხვადასხვა დროს საბერძნეთის ოლიმპიაკოსსეფესს და კაუნასის ჟალგირისს ხელმძღვანელობდა.

წყარო: GBF.ge

დღის ამბები