16 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
დუდა სანაძე სან დიეგოს რეკორდსმენია

სან დიეგო ტორეროსმა ვესტ ქოუსტის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში პორტლენდს უმასპინძლა და მეტოქე 85:76 დაამარცხა.

ეს შეხვედრა გუნდის რიგებში ბოლო საშინაო მატჩი იყო დუდა სანაძისთვის, რომელმაც მოედანზე 33 წუთი გაატარა და 38 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სანაძის შედეგი სან დიეგოსთვის რეკორდული გამოდგა. მას შემდეგ, რაც გუნდი სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში გამოდის, ამდენი ქულა არავის ჩაუგდია.

"ძალიან გახარებული ვარ, რომ მოვიგეთ, თუმცა ამავდროულად ცოტა სევდას ვგრძნობ, რადგან ეს ჩემი ბოლო საშინაო მატჩი იყო გუნდის შემადგენლობაში. უნივერსიტეტის რეკორდი კარგად ჟღერს. აქ თამაშის 3-წლიან კარიერაში სან დიეგოს არც ერთი რეკორდი არ მქონია და ძალიან მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება," - განაცხადა სანაძემ.

სან დიეგომ ვესტ ქოუსტის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 14 მარცხით, მე-10 ადგილზე დაასრულა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსი მაინც აქვს. საქმე ისაა, რომ პლეი ოფში თამაშს უფლება ერთ-ერთ გუნდს აკრძალული აქვს და მეოთხედფინალის ბოლო საგზურს 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები გაითამაშებენ.

წყარო: GBF.ge

დღის ამბები