15-დან 20 მარტის ჩათვლით თბილისში 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯფური ეტაპი გაიმართება.
მეორე შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები რუსეთის, ბოსნიის და იტალის გუნდებს დაუპირისპირდება.
ელიტ-რაუნდამდე ვასილ მაისურაძის მიერ მომზადებული გუნდი სომხეთთან 2 ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. პირველი მატჩი ხვალ 14:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: დავით კაპიტანოვი