ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართა. ბარსელონამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 39 წაუგებელი შეხვედრის შემდეგ პირველად დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 56-ე წუთზე ჟერალდ პიკემ თავური დარტყმით გახსნა და ბარსელონა დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას სამეფო კლუბი ფლობდა და რამდენიმე წუთში კარიმ ბენზემამ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა. საბოლოო შედეგი კი მატჩის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ დააფიქსირა - 1:2 მადრიდის რეალის სასარგებლოდ.
ცალკე აღნიშვნის თემაა შეხვედრის მთავარი არბიტრი, რომელმაც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მესისთან უხეშობის გამო სერხიო რამოსს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა და მოედნიდან არ გააძევა. (თუმცა მეორე ტაიმში რამოსმა მაინც მიიღო მეორე ყვითელი და მოედანი დატოვა). ასევე, აღსანიშნავია გარეთ ბეილის გატანილი გოლი, რომლის დროსაც არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და ბურთი არ ჩაითვალა.
ესპანეთის ლა ლიგას კვლავ ბარსელონა 76 ქულით ლიდერობს, მადრიდის რეალი (69) კი მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ვიდეო: Goalsarena.org
ფოტო: Mirror