ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს. გუშინ დალასელები სტუმრად კლიპერსთან 91:98 დამარცხდნენ, რითაც უშუალო კონკურენტმა ჰიუსტონმა ისარგებლა და ყველაფერი დარჩენილ 2 მატჩში გადაწყდება.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.
დალასი ბოლო 2 მატჩში იუტას და სან ანტონიოს დაუპირისპირდება, კონკურენტი ჰიუსტონი კი მინესოტას და საკრამენტოს. ფაჩულიას გუნდს პლეი ოფში გასასვლელად 1 შეხვედრის მოგება სჭირდება.
წყარო: GBF.ge