16 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"მე მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები," - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ფრანგული პსჟ-ს თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის წინ UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, ადამიანი გონებაში თავად წყვეტს საკუთარ ასაკს.

"დღეს მე საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. მე მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები. ასაკი, ეს მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, საკუთარ გონებაში უნდა გადაწყვიტო და სანამ ასე იფიქრებ, ასეც გაგრძელდება. გადავწყვიტე, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ," - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა 44 ჩატარებულ შეხვედრაში 41 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

 

წყარო: UEFA

დღის ამბები