16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
მილანმა მიჰაილოვიჩი დაითხოვა

იტალიურმა მილანმა კლუბის მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, როსონერის სეზონის ბოლომდე კრისტიან ბროკი უხელმძღვანელებს.

მილანს სერბი სპეციალისტის დათხოვნა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა მიჰაილოვიჩი გულშემატკივრებს სოციალური ქსელით უკვე დაემშვიდობა.

"დიდი მადლობა სიყვარულისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო მილანში მუშაობა," - განაცხადა მწვრთნელმა.

მილანი იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში 32 ტურის შემდეგ 49 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.  

 

წყარო: Eurosport

ამავე თემაზე
დღის ამბები