თურქული თედ კოლეჯლერსის ქართველმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ, ბეშიქთაშის წინააღმდეგ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. სანიკიძეს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 37:51 წუთი გაატარა და 17 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მიუხედავად სანიკიძის კარგი თამაშისა, კოლეჯლერსმა შეხვედრა 83:94 წააგო.
8 მოგებით და 17 მარცხით სანიკიძის გუნდი თურქეთის უმაღლეს ლიგაში 12-14 ადგილებს იკავებს. მომდევნო მატჩს თედ კოლეჯლერი 16 აპრილს, სტუმრად ტურკ ტელეკომის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: GBF