ტურინის იუვენტუსის მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, სოციალურ ქსელში ინგლისური ლესტერის და მისი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის, წარმატებას გამოეხმაურა. ლესტერულ კლუბს უკვე გარანტირებული აქვს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა.
"ლესტერი ოცნება აღარ არის, ეს რეალობაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, კლაუდიო რანიერი," - დაწერა ბუფონმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ლესტერი პრემიერლიგაში 33 ტურის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს, ტოტენჰემს, 7 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 შეხვედრაა დარჩენილი.
წყარო: twitter.com