ბულგარეთში მიმდინარე UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა.
ქართველი ფეხბურთელები ალბენას სტადიონზე ტურნირის მასპინძლებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 12-ე წუთზე საქართველო ზურაბ დავითაშვილმა დააწინაურა, თუმცა ბულგარელებმა 72-ე წუთზე კუნ ტემენჟუკოვის გოლით გაათანაბრეს.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ზუსტად ბულგარელებმა შეასრულეს და 5:3 გაიმარჯვეს. მომდევნო მატჩს ქართველები დღეს რუმინელ თანატოლებთან ჩაატარებენ.