უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში დნიპრო-ზორიას შეხვედრის დროს კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.
დნიპროს მეკარემ, იან ლასტუვკამ, მეტოქის კარისგან 70 მეტრის დაშორებით დანიშნული თავისუფალი დარტყმა შეასრულა და გოლი გაიტანა, თუმცა მატჩის არბიტრმა ბურთი არ ჩათვალა. ამის მიზეზი კი ის წესი გახდა, რომლის თანახმადაც, თავისუფალი დარტყმიდან გატანილი გოლი არ ითვლება.
კლუბის ფეხბურთელები მსაჯის გადარწმუნებას რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
შეხვედრა დნიპროს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport