16 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო იყო - ზინედინ ზიდანი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის რეალმა ვოლფსბურგის ბარიერი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაშით აღფრთოვანებული იყო ზინედინ ზიდანი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მატჩი მის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო იყო.

"ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო საღამო იყო. გერმანიაში წარუმატებელი მატჩის შემდეგ რეალის ფეხბურთელებმა დიდებულად ითამაშეს. მომავალში ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა გველოდება და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მიყვარს ჩემი საქმე და განვითარებას განვაგრძობ," 

ფრანგი სპეციალისტი კრიშტიანო რონალდოს თამაშსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

"რონალდო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. პორტუგალიელი განსაკუთრებულია, რადგანაც ყველას არ შეუძლია 1 მატჩში 3 გოლის გატანა," - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გამართულ მატჩში ვოლფსბურგმა მადრიდის რეალი 2:0 დაამარცხა, თუმცა სანტიაგო ბერნაბეუზე სამეფო კლუბმა 3:0 გაიმარჯვა და ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

 

წყარო: UEFA.com

დღის ამბები