ჩემპიონთა ლიგაზე ვოლფსბურგთან საპასუხო მატჩის წინ მადრიდის რეალმა მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის, მოთხოვნით მოედანი გააფართოვა.
ზიდანი თვლის, რომ უფრო დიდი მოედნის პირობებში ფეხბურთელები უკეთესად შეძლებდნენ ფლანგების გამოყენებს და მათი თამაშიც უფრო წარმატებული იქნებოდა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა კატალონიური გამოცემა sport.es. წყაროს თქმით, მადრიდის რეალმა ყველაფერი გააკეთა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
"მადრიდის რეალი ვოლფსბურგის დასამარცხებლად ყველაფერს აკეთებს. გუნდის გადაწყვეტილებით, სანიაგო ბერნაბეუზე მოედნი გააფართოვეს, რადგანაც ფეხბურთელებს მეტი სივრცე ჰქონოდათ და შედეგად გოლების გატანაც არ გასჭირვებოდათ,".
გამოცემა მკითხველს FIFA-ს წესდებასაც ახსენებს, რომლის თანახმადაც, მოედნის დასაშვები სიგრძე 100-110 მეტრია, ხოლო სიგანე 64-75 მეტრს შორის მერყეობს. მადრიდელებს ეს წესი არ დაურღვევიათ და მოედნის ფარგლები ამ რეგულაციებს აკმაყოფილებდა, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩის წინ ასეთი გადაწყვეტილების მიღება უცხოურ მედიაში აქტიური განხილვის თემა გახდა.
საბოლოოდ, სამეფო კლუბმა ვოლფსბურგი 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.