NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში სან ანტონიომ ოკლაჰომას უმასპინძლა და მეტოქე ოვერტაიმში 102:98 დაამარცხა. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა სპურსმა ამ გამარჯვებით 1985-86 წლების ბოსტონ სელტიქსის რეკორდი გაიმორა.
სან ანტონიოს მიმდინარე გათამაშებაში საშინაო არენაზე ჩატარებული 42 შეხვედრიდან 41 მატჩი აქვს მოგებული, რაც ბოსტონის მსგავსად NBA-ს საუკეთესო მაჩვენებელია. გრეგ პოპოვიჩის მიერ მომზადებული გუნდი საშინაო მოედანზე მხოლოდ გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ წრეში სან ანტონიო ზაზა ფაჩულიას დალას მავერიკს დაუპირისპირდება.