ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო-ბარსელონას შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ნიკოლა რიცოლიმ, მატჩის მიწურულს მადრიდელთა სასარგებლოდ უხეში შეცდომა დაუშვა.
ატლეტიკოს ნახევარმცველმა გაბი ფერნანდესმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. რეფერიმ კი პენალტის ნაცვლად საჯარიმო დარტყმა დანიშნა, როელიც ლიონელ მესიმ კარს ააცილა. ამ მომენტისთვის ანგარიში მასპინძლეთა სასარგებლოდ 2:0 იყო და თერთმეტმეტრიანის რეალიზების შემთხვევაში მატჩში დამატებითი დრო დაინიშნებოდა.
ატლეტიკომ ბარსელონა 2 შეხვედრის ჯამში 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებს.
ვიდეო: Goalsarena.org