მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის მე-5 ნომერმა ესპანელმა, რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსი კარიერაში მეცხრედ მოიგო.
ნადალმა ფინალში ფრანგი გაელ მონფისი 7:5, 5:7, 6:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ორი სეტი დაძაბული გამოდგა და ორივე ჩოგბურთელი რიგ ეპიზოდებში საოცრად თამაშობდა, თუმცა მესამე სეტში მონფისმა ფეხის ტრავმა მიიღო და ესპანელმაც სეტი იოლად მოიგო. შეხვედრა 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.
ნადალმა ამ გამარჯვებით კარიერაში რიგით 68-ე ტიტული მოიპოვა.