16 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
კლაუდიო მარკიზიო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში იუვენტუსი-პალერმოს შეხვედრის მე-15 წუთზე ტურინელთა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ ტრავმა მიიღო და საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

იტალიელ ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები დაუზიანდა, რის გამოც მოედნაზე 6 თვის განმავლობაში ვერ გავა. 

იუვენტუსმა კი ნაპოლის წაგებით ისარგებლა და ნეაპოლურ კლუბს 9 ქულით უსწრებს. ბებერმა ქალბატონმა პალერმო 4:0 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა ზედიზედ 5-ჯერ სერია A-ს მოგება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. 

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები