ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში დალას მავერიკსი სტუმრად ოკლაჰომას დაუპირისპირდა და 38 ქულის სხვაობით 108:70 დამარაცხდა.
საქათველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, დალასის სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21 წუთი მაინც გაატარა. ფაჩულიამ 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ოკლაჰომას ლიდერი, რასელ ვესტბრუკი გახდა, რომელმაც 24 ქულა 11 პასი მოაგროვა.
სერიის მომდევნო მატჩი ოკლაჰომა სიტიში 19 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც სერია დალასში გადაინაცვლებს.
წყარო: GBF