16 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ბარაკ ობამა და სტეფან კარი სოციალურ რეკლამაში გადაიღეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ცნობილი კალათბურთელი სოციალურ რეკლამაში გადაიღეს.

ვიდეორგოლი, რომელშიც ბარაკ ობამა და სტეფან კარი მონაწილეობენ, აშშ-ს პრეზიდენტი გოლდენ სტეიტის ლიდერს აჩვენებს თუ როგორ უნდა შეადგინოს სწორად რეზიუმე, ასევე უკითხავს ნაწყვეტებს საკუთარი წიგნიდან. რაც მთავარია, ობამა NBA-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ბურთის სწორად სროლას ასწავლის.

სარეკლამო რგოლი გადაღებულია პროექტის - My Brother"s Keeper-ის მიერ, რომელიც ეხმარება ფერადკანიან ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში და იმ სირთულეების გადალახვაში, რომლებიც რასობრივი დისკრიმინაციის გამო მათ წინაშე დგება.

წყარო: Eurosport

დღის ამბები