ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ოკლაჰომასთან 38 ქულის სხვაობით წაგების შემდეგ, დალას მავერიკსმა რეაბილიტაცია მოახერხა და მეტოქე სტუმრად 85:81 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 20 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. დალასელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანი ფელტონი იყო, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. დირკ ნოვიცკიმ კი 17.
ამ გამარჯვებამ მავერიკსს მოედნის უპირატესობა მოუტანა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 და მომდევნო 2 შეხვედრა დალასში - 22 და 24 აპრილს გაიმართება.
წყარო: GBF