16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ტაეკვანტოს ფედერაციის პრეზიდენტს ხელმოწერების გაყალბებაში ადანაშაულებენ

ტაეკვანტოს ფედერაციის პრეზიდენტს, სულხან ბაბუაძეს, გამგეობის წევრებმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი ცენტერაძემ, მძიმე ბრალდებები წაუყენეს.

სულხან ბაბუაძეს ხელმოწერების გაყალბებას ედავებიან. აჭარის ფედერაციის წარმომადგენელმა ხელმოწერების ასლები შესასწავლად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა. ასევე, კიდევ ერთი სადაო საკითხი საერთაშორისო სემინარის ჩატერებისთვის გამოყოფილი თანხებია.

თავის მხრივ ბაბუაძე ბრალდებებს უარყოფს და სატელევიზიო კომენტარზეც უარს აცხადებს, თუმცა ამბობს, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს და საკუთარ პოზიციას მერე დააფიქსირებს. 

გაყალბდა თუ არა ხელმოწერები და ვის ჭირდებოდა არარსებული სემინარის ჩასატარებლად თანხების გამოყოფა, ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

 

ავტორი: დავით ერაძე

 

დღის ამბები