16 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ბარსელონას ფეხბურთელები მატჩის დროს ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ლა ლიგის 33-ე ტურში ბარსელონა საკუთარ მოედანზე ვალენსიასთან 1:2 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობის დროს კი ნეიმარი თანაგუნდელს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარი ხორდი ალბასგან პასის ითხოვდა, თუმცა მცველმა შეტევა სხვა მიმართულებით გააგრძელა, ამ ფაქტმა ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელს. საუბრის ბოლოს კი ალბას მიმართა: "რამე პრობლემა გაქვს?,"

ასევე, ნეიმარს ვალენსიას ფეხბურთელებთანაც მოუვიდა კონფლიქტი. შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელი შეეცადა ღამურებისთვის გამარჯვების აღნიშვნა აეკრძალა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები