გუშინ, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს გათამაშების ლიდერებმა და პირველ სამეულში ცვლილებები არ მომხდარა.
ლა ლიგაში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ბარსელონამ სტუმრად დეპორტივო 0:8 გაანადგურა. უცხოური მედიის შეფასებით კი "შური დეპორტივოზე იძია". შეხვედრაში 4 გოლის გატანა ლუისს სუარესმა შეძლო, ასევე ურუგვაელმა 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ბარსელონასთან შედარებით 3 ქულის მოსაპოვებლად მძიმე ბრძოლა გადაიტანა მადრიდის ატლეტიკომ. მადრიდელებმა სტუმრად ბილბაოს ატლეტიკი მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ერთადერთი გოლის ავტორი კი ფერნანდო ტორესი გახდა.
სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მეკარის უხეში შეცდომის შემდეგ კარიმ ბენზემამ გაიტანა. მატჩის მეორე ნახევარში კი თავი ლუკას ვასკესმა და ლუკა მოდრიჩმა გამოიჩინეს.
ლა ლიგას თანაბარი ქულებით ატლეტიკო და ბარსელონა ლიდერობენ. სამეფო კლუბი მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება კონკურენტებს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა;
მალაგა 1:1 რაიო ვალეკანო
ხიხონის სპორტინგი 2:1 სევილია
ვალენსია 4:0 ეუბარი
ვიდეო: Goalsarena.org