16 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
სერია A-ს მიმოხილვა - იუვენტუსი სკუდეტოს მიუახლოვდა

იტალიის საფეხბურტო ჩემპიონატში 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურინის იუვენტუსმა მორიგი მატჩი მოიგო და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ბებერმა ქალბატონმა საკუთარ მოედანზე ლაციოს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ანგარიში მარიო მანჯუკიჩმა გახსნა, პაულო დიბალა კი დუბლის ავტორი გახდა. დაძაბული შეხვედრა გაიმართა რომში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ტორინო მიიღო და 3:2 მოუგო. 86-ე წუთამდე ტურინული გუნდი 1:2 ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა ფრანჩესკო ტოტიმ 3 წუთში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სერია A-ს იუვენტუსი 82 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ნაპოლი (73) იმყოფება.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა;

სასუელო 0:0 სამპდორია

კიევო 5:1 ფროსინონე

ემპოლი 1:0 ვერონა

ჯენოა 1:0 ინტერი

პალერმო 2:2 ატალანტა

უდინეზე 2:1 ფიორენტინა

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები