იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში რომამ ტორინოს უმასპინძლა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი კულმინაცია მოედანზე ფრანჩესკო ტოტის შემოსვლა გახდა. ტოტი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო, ამ დროს კი რომა 1:2 მარცხდებოდა. 39 წლის ფეხბურთელმა ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და რომას გამარჯვება მოუტანა.
მიმდინარე სეზონში ტოტიმ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვეტერანის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. რომა კი 68 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: Eurosport