ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში კლივლენდმა დეტროიტი 107:90 დაამარცხა და სერიას 2:0 იგებს.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმა 27 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 22 აპრილს, დეტროიტში გაიმართება.