16 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ბექა ბურჯანაძის შედეგიანი მატჩი

ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მოიგო ლეიმა ბასკეტ კორუნამ, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. ლაკორუნიულმა გუნდმა ბრეგანს უმასპინძლა და 90:86 დაამარცხა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდის შედეგი გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

სერიის მეორე შეხვედრა კვლავ ლა კორუნიაში, 24 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც სერია ბრეგანში გადაინაცვლებს. ნახევარფინალში გავა ის გუნდი, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს. 

 

წყარო: GBF

დღის ამბები