ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში მადრიდული დერბი გაიმართა. რაიო ვალეკანომ რეალს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
რაიო მატჩის მე-14 წუთისთვის უკვე 2:0 ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა სამეფო კლუბმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. პირველი ტაიმის მიწურულს გარეთ ბეილმა სხვაობა შეამცირა, მეორე ნახევარში კი ლუკას ვასკესმა გაათანაბრა. 81-ე წუთზე ბეილმა დუბლი შეასრულა და ბლანკოსს 3 ქულა მოუტანა.
მადრიდის რეალი დროებით სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში. ბარსელონა და ატლეტიკო თავიანთ შეხვედრებს მოგვიანებით ჩაატარებენ.
ვიდეო: Goalsarena.org