16 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
მადრიდის ატლეტიკოს სამწვრთნელო შტაბის არასპორტული საქციელი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში მადრიდის ატლეტიკო-მალაგას შეხვედრის დროს, ატლეტიკოს სამწვრთნელო შტაბმა არასპორტული საქციელით გამოიჩინა თავი.

პირველი ტაიმის მიწურულს, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა მალაგის კონტრშეტევის ჩაშლა მოედანზე მეორე ბურთის სროლით სცადა. საბოლოოდ მატჩის არბიტრმა კი ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, შელაპარაკების შედეგად მოედნიდან გააძევა. 

შეხვედრა ატლეტიკოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. როხიბლაკო ბარსელონას თამაშის დასრულებამდე სატურნირო ცხრილის ლიდერია.

 

წყარო: 101greatgoals.com 

დღის ამბები