16 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ბარსელონას მორიგი შედეგიანი მატჩი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში ბარსელონამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. დეპორტივოს 0:8 დამარცხების შემდეგ, ბლაუგრანამ ხიხონის სპორტინგს 6:0 მოუგო.

შეხვედრაში 4 გოლის გატანა ლუის სუარესმა მოახერხა. ურუგვაელი თავდამსხმელი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფებურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 2 მატჩში ოთხ-ოთხი გოლის გატანა შეძლო.

პრიმერა დივიზიონს ბარსელონა 82 ქულით ატლეტიკოსთან ერთად ლიდერობს (კატალონიელებს ურთიერთშეხვედრების უპირატესობა აქვთ), მესამე პოზიციაზე კი მადრიდის რეალი იმყოფება, რომელიც ლიდერებს 1 ქულით ჩამორჩება. ლა ლიგის დასრულებამდე კი 3 ტურია დარჩენილი.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები