16 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

რუსეთში, ყაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატის გუნდური პირველობა ძიუდოში, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპიძელი რუსეთის ნაკრები 2:3 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო გუნდი გახდა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს და ამ მხრივაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გახდნენ.

 

ფოტო: European Judo Union

დღის ამბები