16 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
თურქეთში, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი მსაჯს ფიზიკურად დაუპირისპირდა

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და კარის გვერდით მდგომ მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.

ტრაბზონსფორი-ფენერბახჩეს შეხვედრის ბოლოს, როდესაც ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 4:0 იყო, გულშემატკივარი სტადიონის დაცვას გაეპარა და მსაჯობის მიმართ პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. საბოლოოდ სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს და დამნაშავე დააკავეს.

თურქეთის სუპერლიგაში ფენერბახჩე მეორე ადგილს იკავებს, ტრაბზონური კლუბი კი მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები