ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში ოკლაჰომამ 108:119 დაამარცხა დალასი და სერიაში 3:1 დაწინაურდა. მავერიკს მეტოქესთან წაგების უფლება აღარ აქვს.
წაგებულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 21 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკის ჰქონდა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა.
სერიის მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს, ოკლაჰომაში გაიმართება.
წყარო: GBF