რაფაელ ნადალი თანდათან ძველ ფორმას იბრუნებს. ესპანელი ჩოგბურთელი ბარსელონას ტურნირის გამაჯვებული გახდა და 500 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
ფინალში ნადალმა იაპონელი კეი ნიშიკორი 2 სეტში - 6:4, 7:5 დაამარცხა და კარიერაში რიგით 69-ე (49 თიხაზე) ტიტული მოიგო.
შეგახსენბთ, რომ დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა გასულ კვირას მონტე კარლო მასტერსის მოგებაც მოახერხა.
წყარო: Eurosport