ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში, შესაძლოა მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლი გავიდა.
სოკუელამოსა-ტოლედოს შეხვედრის დროს, ხავი გომესმა კარისგან 30 მეტრის დაშორებით "მაკრატელა" დარტყმით გამოიჩინა თავი. უცხოურმა მედიამ კი გომესის დარტყმა იბრაჰიმოვიჩის მიერ ინგლისის ნაკრებთან გატანილ გოლს შეადარა.
სავარაუდოდ, ხავი გომესის გოლი პუშკაშის პრიზის მოგების ყველაზე რეალური კანდიდატი იქნება.
წყარო: Eurosport