16 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს

მონღოლეთში გამართულ მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირის ბოლო დღეს, ზურაბ იაკობიშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. შედეგად საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

იაკობაშვილი 65 წონით კატეგორიის ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე, ადამ ბატიროვთან 1-3 დამარცხდა და ვერცხლის მედალთან ერთად ოლიმპიური საგზურიც გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული აქვთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემდეგ წევრებს;

57 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი

 

წყარო: msy.gov.ge

დღის ამბები